გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: საქართველომ და ჩეხეთმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისარგებლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით

2-05-2022

საქართველოსა და ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის მე-6-ე სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომლითაც განისაზღვრა ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.


მისი თქმით, საქართველოსა და ჩეხეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. „ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ კიდევ უფრო გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი ამ მიმართულებით. 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით, ხოლო ექსპორტი 3%-ით. ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არის გამოუყენებელი და შეუსწავლელი პოტენციალი, მჯერა, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.



გენადი არველაძის თქმით, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შეღავათებით.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, მინდა მივესალმო თბილისში CzechTrade-ის ოფისის გახსნას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით.


ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიაზე განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ვაჭრობის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ დარგებში. აღინიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, ჩეხეთი შედის საქართველოს ინვესტორი ქვეყნების სამეულში, მის მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 82 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.


კომისიის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართება საქართველო - ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930