ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს გამოკითხავენ.
სხდომაზე ძალოვანი უწყების წევრებს 10:00 საათზე ელოდებიან.
პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, გამოძიებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
„ბრალდების მხარე, კონკრეტულად მე, გამოძიებას მივაწვდი სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე სრულყოფილად გავცემთ პასუხს იმ კითხვებს, რაც დაზარალებულს აქვს“- განაცხადა ფხაკაძემ.