გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

3-05-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" თურქეთის მოქალაქის ა.ი.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 144.62 გრამი) გამოვლინდა.


არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 23 180.53 ლარი შეადგინა. ვინაიდან, აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


მებაჟე ოფიცრებმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ 2 ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,ქუთაისის აეროპორტი" გამოავლინეს.


საქართველოს მოქალაქეებს ვ.ი.-სა და ე.ქ.-ს, ჯამში 13 880,57 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 122,58 გრამი) საიუველირო ნაკეთობები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 13 880,57 ლარით დაჯარიმდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31