გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე- ჯავახეთის რეგიონში ყირიმ- კონგოს საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება მიმდინარეობს

3-05-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ახალციხის,ა დიგენის,ა ხალქალაქის და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში (აწყური,ჭვინთა,გომარო,ნაქურდევი,გოგაშენი,ფია,ორგორა) დღეისათვის 3290 პირუტყვი დაამუშავეს. ღონისძიებები ახლაც გრძელდება.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე (ტკიპა ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება) ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.


ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება- ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის მატარებელიც არის პირუტყვიც. იგი წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან როგორც ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები, ასევე ის პირები, რომლებიც მინდორში საქმიანობენ (ტკიპა ბალახსა და თივაში ბინადრობს).


სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს ყოველწლიურად ავრცელებს. ასევე დაავადების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930