3-05-2022
„დედაქალაქის გული და ფილტვები - ასე მოიხსენიებენ ამ ადგილს, თუმცა მძიმე 90-იანი წლების შემდგომ ტერიტორია და ფერდზე არსებული ხე-მცენარეები, ფიჭვნარი და მწვანე საფარი მოუვლელობისგან დაზიანებული მოუვლელი და ნაწილობრივ განადგურებულიც კი იყო. ურბანული განაშენიანების გამო ფერდის გაკვეული ნაწილები ჩამოიშალა კიდეც. 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ფერდის გამწვანების, კეთილმოწყობისა და დედაქალაქის ფილტვების გაჯანსაღებისთვის პირველ ეტაპზე 16 მილიონი ლარი გამოყო. პროექტი მიმდინარეა და საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება - ნათქვამია POSTV-ის სიუჟეტში.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რომ ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნავს ამას არა ერთი მის მიერ განხორციელებული პროექტი ამტკიცებს. მხოლოდ დენდროლოგიური პარკი რად ღირს, ბოტანიკური ბაღები თბილისსა და ბათუმში, მუსიკოსთა პარკი, წვერმაღალას პარკი. ამაში ივანიშვილების ოჯახს ასეულობით მილიონი ლარი აქვს დახარჯული. ყველაზე მთავარი კი ამ პროექტებში მოსახლეობის ჩართულობაა და ის, თუ როგორ გავუფრთხილდებით ამ ყველაფერს - ნათქვამია სიუჟეტში.
პროექტის ხელმძღვანელი, ფონდის „განვითარება და გარემო “ თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი ქალაქის ეკოლოგიის გადარჩენაა.
„ასობით ადამიანია ჩართული ამ პროექტში, ძალიან სერიოზული გუნდია, 90% ქართველი სპეციალისტების ნამუშევარია ყველაფერი, ეს პროექტი ერთერთი წარმატებული პროექტია, უაღრესად მადლიერი ვარ და ბედნიერი, რომ ასეთ პროექტში ვმონაწილეობ. ეს ტერიტორია შეიძლება დაკარგულიყო, ისე იყო მოწოლილი ურბანული განვითარება და მშენებლობები. ეს არის გადარჩენა ქალაქის ეკოლოგიის. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარული, ეს არის გამოხატულება შენი ქალაქის და ხალხის მიმართ“ - ამბობს თემურ ტყემალაძე.
მისივე თქმით, გეოლოგიურად ურთულესი ადგილმდებაორეობის გამო კვლევა დაახლოებით 14 მიმართულებით ჩატარდა. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, თავდაპირველად დაიწყო პროექტირება და კვლევითი სამუშაოები, აღმოჩნდა რომ მოსახლეობისგან საჯარო რეესტრში 1000-მდე განაცხადი იყო შეტანილი ამ ადგილას ნაკვეთების გამოსაყოფად და მშენებლობების დასაწყებად. თუმცა, ქაოტური მშენებლობის ნაცვლად დედაქალაქს გამწვანებული ტერიტორია და სუფთა ჰაერი ექნება.
„პირველ რიგში დაზიანებული ხე-მცენარეების სანიტარული ჭრა დაიწყო, განსაკუთრებით განადგურებული იყო ფიჭვნარი. დაზიანებული ხე-მცენარეების ჭრამ, ხელი შეუწყო ტერიტორიის გაჯანსაღებას, გაიზარდა ახალი მწვანე საფარი, მუშაობის დაყებიდან დღემდე 100 ათასზე მეტი ხე-მცენარეა დარგული, რომელთა 99%-მა უკვე გაიხარა. შემოდგომის დასაწყისში კი კიდევ 200 ათასი ახალი ხე-მცენარე დაირგვება. დარგულ მცენარეებს ახლა მოვლა სჭირდებათ, მორწყვა ყველაზე მნიშვნელოვანია, გაკეთდა ჭაბურღილი, ეწყობა წვეთოვანი სისტემა, რითიც მცენარეების მოვლა და მათი გახარება კიდევ უფრო გაადვილდება და დაჩქარდება. ურთულესი გეოლოგიური მდებარეობის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს 4 სეზონზე გათვლილი სალაშქრო ადგილი ექნებათ. 50 კმ. სიგრძის საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა თითქმის დასრულებულია. გზადაგზა ტყეში სეირნობისას, შეგხვდებათ მოსასვენებელი ხის სკამებიც, ულამაზესი ხედებით დედაქალაზე. ყველა ინფრასტრუქტურა რაც ტყეშია მოწყობილი და სეირნობისას გზად შეგხვდებათ მაქსიმალურადაა შერწყმული ბუნებასთან. მოსასვენებელი სკამები მოჭრილი ხეებისგან კეთდება, ხოლო საფეხმავლო თუ ველობილიკებისთვის არც ბეტონს და არც ასფალტს არ გამოიყენებენ. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, აქაურობა კი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა თუ ტურისტებში. მიუხედავად ადგილმდებარეობისა, მთაწმინდის ამ ფერდზე საფეხმავლო თუ ველობილიკებით მოხვედრა საკმაოდ მარტივია და დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილებიდან არის შესაძლებელი, მაგალითად კუს ტბიდან, ასევე სოლოლაკიდან, მამა დავითის ეკლესიიდან და ბოტანიკური ბაღიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეში არსებული ფრინველებიც. კვლევებისას აღმოჩნდა, რომ ტერიტორიაზე 120 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა გადაშენების პირას არის წითელ წიგნში არიან შეყვანილნი. ფრინველთა გამრავალფეროვნებისთვის ტყეში ასობით ხოხობი და კაკაბი უკვე გაუშვეს. ზაფხულში კიდევ ასეულობით ფრინველს გაუშვებენ და ასე გაგრძელდება კიდევ რამდენიმე წელი, ამით ფრინველები დაიმკვიდრებენ თავის თავს ტყეში, შეეჩვევიან იქაურ გარემოს. ფრინველდა გამრავლებას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ტყეში ნადირობა აკრძალული იქნება. ფერდის ტერიტორია 700 ჰა-ს მოიცავს, ამ ტყის რეაბილიტაცია გააუმჯობესებს დედაქალაქის ეკოსისტემას, ამასთანავე ქალაქს დარჩება მოვლილი ტყე შუაგულ ქალაქში“ - ამბობს ავტორი.
16-11-2024
16-11-2024