ახმეტაში ილტოს ხეობის საგუბარზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი ხეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც საგუბარი დაცალეს.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
„გავიგეთ ხმაური, რომ ბიჭი დაიკარგაო. როგორც ერთ-ერთი ბიჭი ამბობს, ვესაუბრებოდი, გვერდზე გავიხედე, როგორც კი მოვიხედე აღარ იდგაო“- განაცხადა ადგილობრივმა.