გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ცნობილია

25-06-2018

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ უკვე ცნობილია. 

არსებული ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდება, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დევნილთა სამინისტროსთან ინტეგრირება მოხდება. 

რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, აღნიშნულ სამინისტროებს ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და მოწყობის უფლებები აღარ ექნებათ და ყველა ეს პრეროგატივა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა. 

„ნაწილი, როგორც უკვე ვთქვით, წავა ინფრასტრუქტურაში. ეს ძალიან სწორია. შესაბამისად, დევნილების სოციალური ნაწილი წავა ჯანდაცვაში, სახელი კი შერიგებაში, რომ ეს სტატუსი არ დაიკარგოს. განათლება შეერწყმება კულტურის სამინისტროს“- განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031