4-05-2022
„ერთი ხელით სასამართლო ხელისუფლებაზე გავეშებულ შეტევას ახორციელებენ, მოიგონეს რაღაც გაუგონარი სიტყვა "კლანი" და ძირს უთხრიან ამ ინსტიტუციას, მეორე მხრივ კი სიხარულით აცხადებენ, რომ ნოდარა მელაძეს სასამართლო პროცესი მოაგებინეს“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს განცხადებას სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.
„ეკა გიგაურზე სამარცხვინო ადამიანი და მის "გამჭირვალობაზე" სამარცხვინო და ორმაგი სტანდარტების მქონე ორგანიზაცია მეორე არ არის ჩვენ ქვეყანაში. ერთი ხელით სასამართლო ხელისუფლებაზე გავეშებულ შეტევას ახორციელებენ, მოიგონეს რაღაც გაუგონარი სიტყვა "კლანი" და ძირს უთხრიან ამ ინსტიტუციას, მეორე მხრივ კი სიხარულით აცხადებენ, რომ ნოდარა მელაძეს სასამართლო პროცესი მოაგებინეს. ჰოდა კაპიტანო გიგაურო, როგორ გამოდის ახლა ეს ორი ამბავი ერთად?
თან კლანია და თან პროცესებს იგებ? აი აქ ჩანს თქვენი მონობა და დაკვეთების შესრულება, აქ დევს ხელისგულზე, რომ როცა დაგავალებენ სასამართლოს უტევთ, ხოლო როცა თქვენ გჭირდებათ მაგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ამაყობთ!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024