4-05-2022
ჩვენ მზად ვართ ყველასთან ერთად დავსხდეთ გარდა მოღალატეებისა, გარდა იმ ადამიანებისა და იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გახარიას მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე არ აქვს მორალური უფლება, რომ ერთად დადგომასა და მუშაობაზე ისაუბროს.
„ყველა დანარჩენთან დავსხდებით და ვიმუშავებთ, თუმცა არ მგონია, რომ გახარიას ამაზე საუბრის მორალური უფლება ჰქონდეს მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024