საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს, რათა კრიტიკის მეტი საშუალება ჰქონდეს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ თუ შეცდომები აქვს, წულუკიანმა გარედან უნდა მიუთითოს.
„როდესაც კვირიკაშვილმა დატოვა თანამდებობდა, თეა წულუკიანმა შემდეგ მიუთითა შეცდომებზე, „ქართულ ოცნებასაც“ თუ რამე შეცდომები აქვს გარედან მიუთითოს.
„ვფიქრობ, რომ თავისუფალი როდესაც იქნება დაკავებული თანამდებობიდან, მეტი საშუალება ექნება რომ გვაკრიტიკოს“- განაცხადა ჭიჭინაძემ.