გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს დღეს ბინები გადაეცემა

25-06-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინებს გადასცემს. 

დღეს, ზუგდიდში 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცემათ. 

კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია ესწრებიან. 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში კიდევ 9 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებმა ოჯახებმა ბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღეს. 

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031