6-05-2022
მიმდინარე წლის 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ახალი შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მყისიერად დაიწყეს რეაგირება.
უწყების ინფორმაციით, 29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შეტყობინებაში დასახელებული იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის” (ს/კ 205295296; მის: ქ.თბილისი, გლდანი, მე-7 მკრ, დ.ჯაბიძის N8) სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე.
შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა 472 კილოგრამი შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი:
KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა: SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16
HANGING BAG BASE,
პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L038L03/01, ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L245R03/01, ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L266R03/01, ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.
პარტიის № L294R03/01, ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L299R03/01, ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L326R03/01, ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L342R03/03, ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.
პარტიის № L349R03/05, ვარგისიანობის ვადა: 12.08.2022, რაოდენობა: 14კგ
ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით, გრძელდება იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.
28 აპრილს RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებულ შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 25.07.2022. ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია KINDER SORPRESA MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12 PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა: 25.07.2022, სრულად არის რეალიზებული. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მყისიერად გაავრცელა. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ გამოიყენოს!
ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის” შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.
16-11-2024
16-11-2024