12-05-2022
ჩემთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკელები ცუდად ერკვევიან რუსულ და უკრაინულ რეალიებში. ამასთან, აღნიშნა, რომ „ახლა უკრაინა ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ხალხის განსაზღვრაში და ამით უნდა ვისარგებლოთ“.
„ჩვენი ძველი „მეგობარი“ მაიკლ მაკფოლი, რომელთანაც მე დიდხანს ვკამათობდი, როდესაც ის იყო რუსეთში აშშ-ის ელჩი, ახლა სწორ პოზიციას იკავებს. ის მუდამ ცდილობდა რაიმეს დანიშვნას ბაიდენისგან და მიიღო. არ ვიცი, არაფორმალურია ეს, სენატისგან დასტური არ მოეთხოვებოდა. მოკლედ, ის არის პასუხისმგებელი სანქციებზე. ის საზღვრავს პრინციპულ ხაზს, სანქციების სტრატეგიას, თუ ვისზე გავრცელდეს. და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შექმნილია ამერიკულ-უკრაინული ჯგუფი ერმაკ-მაკფოლი, რომელიც სანქციებითაა დაკავებული. თქვენ, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ბატონ ერმაკს, მას ხომ ახლა პირდაპირი გზა აქვს მაკფოლთან, რომელიც თავის მხრივ, პირდაპირ ბაიდენთანაა, ეს პირდაპირი რჩევაა ბაიდენთან. დავამატებდი, ამაზე წერდა კიდეც თქვენი პრეზიდენტის მრავალი მოხელე, არესტოვიჩიც და არახამიაც, საგანგებო განცხადებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი და ეს ყურმოკვრით არ ვიცი, მიწვევენ ხოლმე ქართულ არხებზე, მაფრთხილებენ მეგობრები, სად მიდიხარ, ეს სამთავრობო არხია, ივანიშვილის დაქვემდებარებაშია. იქ არანაკლები თანაგრძნობაა უკრაინის მიმართ, აღშფოთება რუსეთის სამხედრო დანაშაულების მიმართ. საქართველო მომწიფდა ამ გამოსვლისთვის. მე ხმამაღლა ვაცხადებ, აუცილებელია, ივანიშვილი შეიყვანონ სანქციების სიაში. ის ფარული ბატონია საქართველოში და გაიქცევა, რეჟიმი დაემხობა. არახამია და არესტოვიჩი საუბრობდნენ ამაზე, რომ ის ეხმარება პუტინს, თავი აარიდოს სანქციებს. ასევე არ უყვარს ბაიდენი. სწორედ ამიტომ, ერმაკი-მაკფოლით შესაძლებელია, ერთი სვლით ბაიდენამდე ამის მიტანა და საქართველოს გათავისუფლება. წარმოგიდგენიათ, რამხელა ბიძგს მისცემს ეს ანტიპუტინისტურ მოძრაობას პოსტსაბჭოთა სივრცეში?“, – განაცხადა ანდრეი პიონტკოვსკიმ და წამყვანს მიმართა: „მოდით, ჩვენს ერთობლივ მისიად დავსახოთ საქართველოს ივანიშვილისგან გათავისუფლება. მით უმეტეს, რომ ეს ასე მარტივია“.
ამასთან, როგორც პიონტკოვსკიმ განაცხადა, ეს უდიდესი ნაბიჯია უკრაინელი ხალხისთვის.
„ისინი უკრაინული არმიის იერიშის წინაშე პანიკაში არიან და გაიყვანეს იქიდან მთელი თავისი სამხედრო ნაწილი, აფხაზეთიდანაც და სამხრეთ ოსეთიდანაც. მეტსაც გეტყვით, თქვენ ალბათ უკრაინაში ასეთი გრანდიოზული ომის ფონზე, დიდად არ მიგიქცევიათ ყურადღება, სამხრეთ ოსეთში სენსაცია მოხდა. იქ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, მოდით, მიგვიღეთ რუსეთის შემადგენლობაში, თანაც პრეზიდენტის არჩევნებამდე. ეგონა, გაზრდიდა შანსს, თუმცა წააგო ეს არჩევნები ადამიანთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების წინააღმდეგი იყო. აფხაზეთმა კი, არსებული ხელისუფლებით, უბრალოდ უარი თქვა ამ უზნეო წინადადების განხილვაზე. ასეთი გარემოებაა საქართველოში. ასეთი მარტივი გათიშვით, იურიდიულად აბსოლუტურად დასაბუთებულით, ეს არის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს და საქართველო აქცია რუსეთის სანქციებისგან თავის არიდების ჰაბად. სასანქციო სიაში შეყვანამ შესაძლოა, შეცვალოს გეოპოლიტიკური ვითარება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა პიონტკოვსკიმ.
16-11-2024
16-11-2024