19-05-2022
ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის შეხვედრა შედგა, მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი პოლიტიკური მოტივი ამ შეხვედრის გადადებას, პირვანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ.
„მე შემიძლია გითხრათ ის რაც მე ვიცი, იყო დაგეგმილი შეხვდრა, შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა ამ შეხვედრის გამართვა გენერალურ მდივანს, კოვიდი ჰქონდა გადატანილი და აქედან გამომდინარე იყო მისი პოზიცია, რომ გადატანილიყო შეხვედრა. თუმცა, როგორც ჩანს, როდესაც მან დაინახა, თუ რამდენად არაჯანსაღი აჟიოტაჟი და სპეკულაციები მოჰყვა შეხვედრის გადადებას, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაინც გადაწყვიტა ამ შეხვედრის გამართვა და ნახეთ, რომ მის რეზიდენციაში სათანადო პატივისცემით გაიმართა შეხვედრა.
ძალიან მაღალი დონის და სათანადო შინაარსის შეხვედრა შედგა ჩვენს პრემიერ-მინისტრსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციის რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ. შეგახსენებთ, აქ საქმე ეხება სტრატეგიულ საკითხებს, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის თემას და აქაც კი ისინი ახერხებენ აბსოლუტურად არაჯანსაღად იმოქმედონ, სადაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
მას რომ სდომოდა შეხვედრის გაუქმება იმ მოტივით, რა მოტივსაც ოპოზიცია ასახელებდა - პოლიტიკური მოტივი, დემარში და ა.შ. ამ შემთხვევაში ის ამ შეხვედრას ბოლომდე გააუქმებდა. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა, მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი პოლიტიკური მოტივი ამ შეხვედრის გადადებას, პირვანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონია. თავიდან ბოლომდე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო ეს ყველაფერი დაჯავშირებული, გენერალურ მდივანს ახალი გადატანილი ჰქონდა კოვიდი და ამის გამო უჭირდა ზედიზედ ორი შეხვედრის გამართვა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024