გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება

21-05-2022

,,ნათელია, რომ სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება. ასეთი გაშმაგებით ეს სექტა არ იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მოპოვების შესაჩერებლად,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) მიერ, გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიას "საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის”.

 

როგორც აბაშიძე წერს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ, ამ მორიგი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ძალიან დაკნინდება ნაცოპოზიციის როლი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს დასავლეთის ინსტიტუტებში.

 

,,ნათელია, რომ სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტია მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დარეგისტრირება. ასეთი გაშმაგებით ეს სექტა არ იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მოპოვების შესაჩერებლად. ამის მიზეზი პოლიტიკურია - "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ, ამ მორიგი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ძალიან დაკნინდება ნაცოპოზიციის როლი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს დასავლეთის ინსტიტუტებში. ამ გააფთრებულ ბრძოლაში "ნაცებმა" ბოლომდე მოქოქეს მიტაცებული არასამთავრობო სექტორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები (და არა პიროვნებები). ეს უკანასკნელნი, შერჩევითად სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ჩათვლით, მიშას ღალატის პარტიის მახინჯ გზავნილებს ინტენსიურად ავრცელებენ ევროპაში, აშშ-ში.

 

ოც წელზე მეტია მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის და უცხოელ აქტორებთან ურთიერთობის შინაარსიანი გამოცდილება. მშვენივრად ვიცი თუ ვინ არიან ე.წ. ოფისის/კონფერენციების [უფრო გასაგებად, "პარკეტნი"] ექსპერტები. სუბიექტები, რომლებიც საველე მუშაობას თუ ახორციელებენ, ისიც ძალიან იშვიათად, სტანდარტულად, შეხვედრებს მართავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, კითხულობენ ამ უკანასკნელების მიერ ცალკეული ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მიკერძოებულ [საქართველოს შემთხვევაში] ინფორმაციას და ამ "რიტუალების" შესრულების შემდეგ, ექმნებათ ცრუ წარმოდგენა [ისევ საქართველოს ვგულისხმობ], რომ ფლობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და შესაბამისად, აკეთებენ მიკერძოებულ პროგნოზებს. სწორედ ამის მკაფიო მაგალითია ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) ანალიტიკური სტატია "საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის/Georgia’s dubious application for EU membership".

 

ის, რომ სტატიის ავტორებზე გადამწყვეტ შთაბეჭდილებებს მოახდენდნენ ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, თინათინ ახვლედიანი [ნაცმედიის სასურველი რესპონდენტი], ეკა გიგაურის, ბათუ ქუთელიას კანტორები, ღია საზოგადოების (სოროსის) ფონდი, საია, "სამართლიანი არჩევნები" და "ნაცების" მეხოტბე სხვა "ენჯეოშნიკები" [ქართულ საზოგადოებაში 0%-იანი რეიტინგით], კარგად ჩანს იმ პოლიტიკური პასაჟებიდან, რასაც ამ სტატიაში ვხვდებით: - პოლიტიკური რეჟიმი წლებია ეწინააღმდეგება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. პრობლემის სათავეშია ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არ არის არჩეული და ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების პარადიგმის განსხეულებაა.

 

"პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელია მისი ჩარევა სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიების წამყვან ფიგურებს ეხებათ. ადგილი ჰქონდა "პოლიტიზებული მართლმსაჯულების" განმეორებით შემთხვევებს (ნიკა გვარამიას განაჩენი). ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებ. ქართულმა საზოგადოებამ ეს მშვენივრად იცის "ნაცების" პროპაგანდიდან. ამ შემთხვევაში, მთავარი პრეტენზია, რაც მმართველი გუნდისადმი მაქვს არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში ხელი ვერ შეუწყო ობიექტური, ძლიერი ანალიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებას. ნუ გვეშინია, აშშ-ში არიან "დემოკრატებთან" და "რესპუბლიკელებთან" აფილირებული ცენტრები, ისევე როგორც ბრიტანეთში - "კონსერვატორებთან" და "ლეიბორისტებთან" ასოცირებულნი” - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930