გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა

21-05-2022

ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანა და პირდაპირი ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება.


პრემიერ-მინისტრის თქმით, გორში „განახლებული რეგიონების" პირველი ფაზის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შენობების რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების აღდგენას და სკვერების და ბაღების განახლებას მოიცავს.


„ჩვენ დღეს მოვინახულეთ შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი და ამ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ჩვენ, მთავრობა ვახორციელებთ. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ეს პროექტები დავიწყეთ გასულ წელს და ჩემი სურვილი არის, რომ პირადად ჩავიდე, ყველგან მოვინახულო მიმდინარე სამუშაოები, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა და მოსახლეობას, ადგილზე ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება. ეს არის ჩვენი ამოცანა და პირდაპირი ვალდებულება. გორში ხედავთ, რომ მიმდინარეობს პირველი ფაზის სამუშაოები, რომელიც „განახლებული რეგიონების" ფარგლებში შენობების რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების აღდგენას და სკვერების და ბაღების განახლებას მოიცავს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები, რაიონები იყოს მოვლილი, კეთილმოწყობილი და რეალურად შევქმნათ ევროპული ტიპის ცენტრები, რომელიც აუცილებელია. შემდეგი ფაზა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მომავალ წელს გავაგრძელებთ სხვა ეტაპებს და გვინდა, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს. ჯამში, მთლიანად ამ პროექტებზე 46 მლნ ლარი იხარჯება და მთლიანად 400 მლნ ზე მეტი იხარჯება მხოლოდ რეგიონში. ეს მოიცავს როგორც „განახლებულ რეგიონებს", ასევე წყლის პროექტებს, ინფრასტრუქტურას, გზებს და აშ.. ამიტომ, მე მაქსიმალურად დავდივარ რეგიონებში და გავაგრძელებ ამ ვიზიტებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ერთის მხრივ, მხარდაჭერა გამოვუცხადო და მეორეს მხრივ, თავად გავეცნო მიმდინარე სამუშაოებს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930