24-05-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს.
9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ; 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა; ასევე 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ; 1 სამართალდარღვევა კი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთადგამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024