25-05-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და Bloomberg-თან თანამშრომლობით საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო საიმიჯო კამპანია გაეშვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოს ინვესტიციების პოტენციალის, ქვეყნის ბიზნესგარემოს წარმოჩენა და ისეთი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოგვცემს სწორი პოზიციონირების და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას. " - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.
„Georgia – A Pleasure Doing Business" კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე ასევე Bloomberg-ზე განთავსებულ საიმიჯო ვებგვერდზე, გასავრცელებლად დამზადდა საიმიჯო რეკლამა, სოციალური მედიისათვის გამოსაყენებელი ვიდეორგოლები, სტატიები და სიუჟეტები.
კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე ისეთი მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე ინვესტორები საუბრობენ, როგორებიცაა მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის AIONRISE ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი შოკრუხ ბარათოვი, EBRD-ის რეგიონალური პრეზიდენტი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, დირექტორი და საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი ალექსანდრე მირონენკო.
აქტიური კამპანია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს.
კამპანიის ვებგვერდის ბმული: https://sponsored.bloomberg.co...
16-11-2024
16-11-2024