27-06-2018
„საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს.
“ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესში თავდაცვის, უსაფრთხოების და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს და მოლაპარაკებებს მართავს. ამერიკელ კოლეგებთან მოქმედი პარლამენტის თანამშრომლობა ძლიერდება, საქართველოს დღეს ჰყავს მეტი მეგობარი ვაშინგტონში. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებს აშშ-ს კონგრესში გუნდი პოზიტიურად აფასებს“-აცხადებს თალაკვაძე.