27-05-2022
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროოლიმპიადა ხელს შეუწყობს აგრარული განათლების მიმართ ინტერესის ზრდას, სოფლის მეურნეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას და როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ზოგადად, აგრარული დარგის განვითარებას.
„ახალი თაობის აგროოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ოლიმპიადაში გამარჯვებასაუკეთესო სტიმული იქნება მათთვის, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ დარგის, საკუთარი თავის განვითარებისა და წინსვლისთვის. ოლიმპიადაში გამარჯვებული სტუდენტები, სტაჟირებას გაივლიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით გაიმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა, „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“(ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:
„პირველ რიგში, ოლიმპიადა საშუალებას მოგვცემს წარმოვაჩინოთ ადამიანები, რომელთაც სიღრმისეული ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნიათ სოფლის მეურნეობის დარგში და წავახალისოთ ისინი, ხოლო მეორე მხრივ, ახალგაზრდებში მაქსიმალურად მოვახდინოთ სოფლის მეურნეობის განათლების პოპულარიზაცია“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.
ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე კი, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
მიმდინარე წელს, ოლიმპიადის წესებში რამდენიმე ძირითადი ცვლილება განხორციელდა:
აგროოლიმპიადა 2022-ის ფარგლებში, თითოეული კატეგორიიდან (ფერმერი, სტუდენტი, სპეციალისტი და მოსწავლე), დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი, II ადგილი, III ადგილი) გამარჯვებული, რომლებსაც სერტიფიკატები და პრიზები გადაეცემათ.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადის საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: http://www.agroolimpiada.ge
ფბ გვერდი: https://www.facebook.com/NAOGEORGIA
16-11-2024
16-11-2024