გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2022 წელს ადგილობრივი ექსპორტის 37,1 პროცენტიანი ზრდა

27-05-2022

„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა - მარტში ექსპორტი 26.3%-ით, ხოლო აპრილში 10%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდშიც ექსპორტის  მაღალი ზრდა დაფიქსირდა.  2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 32.8 პროცენტით და 1,587.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
 
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომელმაც იანვარ-აპრილში 37.1 პროცენტი შეადგინა.
 
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით,  მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა უკრაინასა  და რუსეთში, ზრდა გვაქვს  აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში, თურქეთში და მეზობელ ქვეყნებში.  ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ფეროშენადნობი, ქიმიური მრეწველობის,  წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930