გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი გრძელდება

30-05-2022

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში და ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე.


ამ ეტაპზე, რუსთაველის ქუჩა № 124-ში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის, ახალგაზრდული ცენტრისა და სკვერის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.


აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული კომპლექსი, საბავშვო ბაღი, სკვერი, საავტომობილო გზა და სხვა.


სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე,  ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მისასვლელი გზა და პარკინგი. პროექტის განხორციელების შედეგად, რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930