1-06-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.
მთავრობის მეთაური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
16-11-2024
16-11-2024