გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადვოკატი: ზუსტად ვიცი, რომ მას ირაკლი ნოზაძის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია

27-06-2018

„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ქალის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნოზაძის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

ადვოკატი მოხდარის დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

„ზუსტად ვიცი, რომ მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი.

დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრე. საქმის მასალებსაც არ ვიცნობ, ამასთან ჯერ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთანაც არ მისაუბრია ამ თემაზე.

თქვა - მე მის მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მოტივი არ უთქვამს.

ფაქტია, რომ რაღაც კამათი მოხდა მათ შორის, მაგრამ საფუძველი რა იყო, ჯერ არ ვიცი“-განაცხადა ადვოკატმა.

ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორ პირს ბრალი, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031