დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
გამყრელიძის თქმით, მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურის დროს მოსახლეობამ სამუშაო ადგილზე ან საცხოვრებელ პირობებში კომფორტული ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოს.
„მაღალი ტემპერატურის დროს არის ორი საშიშროება ერთი გახლავთ სითბური ტალღის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ზოგადად, ზაფხულში მაღალი ტემპერატურების დროს იმატებს რისკი სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცლებისა, რომელიც ძირითადად ვრცელდება წყლით ან გადამტანებით, მხედველობაში მაქვს კოღოები, ამიტომ ვურჩევ მოსახლეობას მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურის დროს შეინარეჩუნონ სამუშაო ადგილზე ან საცხოვრებელ პირობებში კომფორტული ტემპერატურა.
მოერიდონ თაკარა მზეზე სიარულს, განსაკუთრებით ისეთი ადამიანები, რომლებიც მოწყვლად ფენას მიეკუთვნებიან. მხედველობაში მაქვს მოხუცები, ბავშვები ასევე ქრონიკური დაავადებებით ავადმყოფები“- განაცხადა გამყრელიძემ.