2-06-2022
საქართველოში მომუშავე ენჯეოებმა ბევრი რამე გააფუჭეს ამ ქვეყანაში. გააფუჭეს პირველ რიგში ის, რომ ისინი მოძრაობდნენ ევროპული და დასავლური ღირებულებების სახელით და სინამდვილეში ამ ღირებულებების არ სჯეროდათ. სახელი გაუტეხეს ამ ღირებულებებს ჩემი პრეტენზია ეს არის მათ მიმართ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იდგო ხვჩიამ „უცნობის კიდობანში განაცხადა.
მისი თქმით, ხალხს გონია, რომ ენჯეოების დამსახურებით მეოთხე თაობის ფემინიზმი არის მთავარი ამერიკული ღირებულება.
მისივე თქმით, ჩვენ ფრაგმენტულად გავიგეთ დავიჯერეთ, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, რაც წარმოიშვა, რაღაც ფსევდო ღირებულებები ამერიკაში ეს იყო ნამდვილი ამერიკული ღირებულებები.
"ხალხს გონია, რომ ენჯეოების დამსახურებით მეოთხე თაობის ფემინიზმი არის მთავარი ამერიკული ღირებულება და ე.წ. ლიბრალიზმი, რასაც გაიძახიან და არა ის, ამერიკა რაზეც დგას მართლა - დგას საკუთრებაზე, თავისუფალ სასამართლოზე, თანასწორობაზე და ეს კი არ ყოფილა მთავრი თემა, მთავარი თემა იყო, შეგეძლო თუ არა ყველაფრის კადრება ერთმანეთთან, დაგეცვა რაღაც ადამიანების ჯგუფები, გამოგეყო და ადამიანის უფლებები კი არ დაგეცვა ზოგადად, ადამიანი ხომ ადამიანია, არამედ დაგეცვა ქალების უფლებები, ცალკე გეების უფლებები, ბავშვების უფლებები ცალკე და ეს ხალხი ყოფილიყო ერთმანეთთან დაპირისპირებული, თითქოს ქალებს და კაცებს რამე გვქონდეს ერთმანეთთან გასაყოფი.
გამოყვეს რაღაცა ჯგუფები და ეს ჯგუფები დაუპირისპირეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს. მაგალითად ქალთა ძალადობა, რას ნიშნავს ქალთა ძალადობა? თითქოს არსებობდნენ მოძალადე კაცები, რომლებიც ქალებს ცემენ და ამიტომ ჩვენ ქალები უნდა დავიცვათ ამ კაცებისგან. სინამდვილეში ძალადობა ყველგან ხდება. ბავშვებიც არიან ძალადობის მსხვერპლები, მოხუცებიც არიან, კაცებიც არიან, ყველაა. არსებობენ მოძალადეები. ჩვენ მოძალადეებისგან უნდა დავიცვათ ყველა და არა ის, რომ ქალები და კაცები დავაპირისპიროთ თითქოს ესენი ერთმანეთს ხოცავენ. ქალები და კაცებს როგორც წესი ერთმანეთი უყვართ და გამონაკლისი მოძალადეების არსებობს ქალებშიც, ბავშვებშიც, მოხუცებშიც, მამაკაცებშიც და ყველგან. ჩვენ რაღაც ფრაგმენტულად გავიგეთ, დავიჯერეთ, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, რაც წარმოიშვა რაღაცა ფსევდო ღირებულებები ამერიკაში ეს იყო ნამდვილი ამერიკული ღირებულებები.
არადა ის არ იყო ამერიკული ღირებულება. ამერიკული ღირებულება ის იყო, რაზეც დამფუძნებელი მამები შეთანხმდნენ და ის იდგა საკუთრებაზე პირველ რიგში, იდგა თავისუფალ სასამართლოზე, იარაღის ლეგალიზაციაზე, ანუ ადამიანს თავის დაცვა შეძლებოდა, ისეთ ღირებულებებზე, რომელიც არავინ არ გაიზიარა და ამ ენჯეოებმა კითხვა რითიც დაიწყე, სინამდვილეში ძირძველი ამერიკული ღირებულებების დანერგვა კი არ დაიწყეს საქართველოში, კვაზი ღირებულების დანერგვა დაიწყეს, კვაზი ღირებულება საბოლოო ჯამში მიგიყვანს ჩიხამდე“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ახლა მივედით ამ ჩიხამდე და აღმოჩნდა, რომ ამერიკა თითქოს არის ბოროტების სავანე, იმიტომ რომ ასეთ რაღაცეებს შვება, გეების უფლებებს იცავს, არადა ეს არაფერ შუაში არ არის ამერიკასთან.
„ამერიკა არის ადამიანის უფლებები, ის არ ყოფს ადამიანებს გეებად, ქალებად, კაცებად. ადამიანის უფლება ადამიანის უფლებაა. ყველანი ადამიანები ვართ. მთავარი საკუთრების პრიმაც, კონტრაქტის სიწმინდეს აღიარებს, რომ შევთანხმდებით ის უნდა შესრულდეს. ამაზე ხომ არცერთმა ენჯეომ არ იმუშავა ფაქტობრივად, გამონაკლისი შეიძლება ახლა იყოს ერთი, ორი ვინმე, მაგრამ ჩვენ ხომ საკუთრების მნიშვნელობა ვერ გავაგებინეთ ადამიანებს. ეგ რომ გაგვეგებინებინა 10 % ხომ არ იქნებოდა ადამიანების საკუთრება და 90 % -ი სახელმწიფოსი? ამერიკაში ხომ პირიქითაა? 90% კერძო საკუთრებაა, 10- ი შეიძლება იყოს სახელმწიფოს საკუთრება და მაგიტომაა ამერიკა მდიდარი პირველ რიგში, რომ წაართვა მოქალაქეებს ახლა მოქალაქეებს და 10 დაუტოვო ხო ამერიკაც ღარიბი იქნება? ჩვენც ეგრე ვართ და ამიტომ ვართ ღარიბები პირველ რიგში. ვხოცავთ ერთმანეთს, ვიღაცამ, ვიღაცაა მიითვისაო, ვიღაცამ მიწა დაირეგისტრირაო, ამაზე ვჩხუბობთ. რას ჩხუბობ იმაზე როცა ვიღაცამ დაირეგისტრირა? შენც დაგირეგისტრირონ საკუთრება, უპატრონოს მეტი რა არის? სინამდვილეში ერთმანეთის ქიშპობა დავიწყეთ და არა ის, რომ სინამდვილეში ეს ქვეყანა მართლა ჩვენია და გადავინაწილოთ ისე, რომ სანამ ცოცხლები ვართ ბედნიერად ვიცხოვროთ და ჩვენი ბედნიერი ცხოვრების შემდეგ რა საკუთრებასაც გავაუმჯობესებთ გვქონდეს უფლება, რომ შვილებს დავუტოვოთ და ამის ნაცვლად ვჩხუბობთ იმაზე ვიღაცამ, როგორ ჩაიგდო ხელში რაღაც ქონება და ეს ღატაკი ხალხი შურის გამო ხოცავს ერთმანეთს, მე რომ ღატაკი ვარ და იმას რატომ აქვს და შენ იმაზე იჩალიჩე, რომ შენ ქონდეს“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
16-11-2024
16-11-2024