2-06-2022
მტკვრის დაცვის დღის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ „ათასწლეულის სკოლის“ მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მოსწავლეები გაეცნენ მდინარე მტკვრის ზოგად ჰიდროგრაფიულ მახასიათებლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს განხორციელებული მონიტორინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველთვიურად, 19 წერტილში, სამთ ვეში ერთხელ კი, 33 წერტილში ახორციელებს. მდინარე მტკვარზე ჩატარებული ექსპედიციების ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ტარდება წყლის სინჯები მისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზებისთვის, რომელიც იგზავნება ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიაში.
მტკვრის დაცვის დღე კოალიცია “მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა.
16-11-2024
16-11-2024