ახალციხეში წყრუთი-წირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
3-06-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გზის 1200 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.
დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ დავით ლომიძემ, სამხარეო და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა.
ადგილობრივი მაცხოვრებლები უკვე სარგებლობენ კეთილმოწყობილი გზით და ადმინისტრაციულ ცენტრამდე გადაადგილება მარტივი და კომფორტულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.