გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ხელი მოაწერა ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ” შეთანხმებას

3-06-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ხელი მოაწერა ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ” შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უკვე ხელმოწერილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული 2014 წლის 12 მაისის N 2014/319/EU ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მოიცავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ოქმს და ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ზოგად პრინციპებს, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის საბაჟო (Customs programme) პროგრამაში.


აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა და შესაბამისად, შეთანხმების გაფორმება განპირობებულია საქართველოს, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შეთანხმებით (IV კარის მე-3 თავის 67-ე მუხლი; დანართი XIII) გათვალისწინებული საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესით. დღეის მდგომარეობით, თითქმის სრულად არის ჰარმონიზებული შესაბამისი პირველადი საბაჟო კანონმდებლობა. ამასთან, მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმების ამოქმედება, ასევე, ამოქმედებული დებულებების სწორად განმარტება საჭიროებს, როგორც დამატებითი მითითებებისა და საიმპლემენტაციო დებულებების მომზადებას, ასევე ევროკავშირის ადმინისტრირების პრაქტიკის შესწავლას.


ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის თემატურ პროგრამებში ჩართულობა, რათა საქართველოსთვის არსებობდეს ევროკავშირის კოლეგა ორგანოებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების სრულფასოვანი ფორმატები. საბაჟო პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ასევე საქართველოს მიმზიდველობასა და ახალი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას, აგრეთვე წაახალისებს რეგიონის სატრანზიტო-სავაჭრო პოტენციალის განვითარებას.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის მიზნით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური ნაწილის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ“ (DCFTA) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების დღის წესრიგის“ ფარგლებში, განსაზღვრული ვალდებულებების - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC).


აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურისთვის იქმნება ახალი ელექტრონული სატრანზიტო სისტემა, რომელიც დაუკავშირდება საერთო საკომუნიკაციო ქსელს (CCN/CSI - Common Communication Network & Common System Interface) და მოხდება ევროკავშირის ერთიან სატრანზიტო სისტემაში ჩართვა. ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება სატრანზიტო სისტემაზე მიერთებისა და სარგებლობის წლიური საფასური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031