3-06-2022
„ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია! - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც ირლანდიაში "ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების გაერთიანების" (ALDE) კონგრესზე იმყოფება.
მისი თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე მოგვიანებით.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ არის პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობა, ოპოზიცია კი, თავისი მანდატის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.
„ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვხვდებით პარტნიორებს და ვუხსნით, რომ შესაძლოა ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ „ევროკავშირი“ ქართველი ხალხის არჩევანია! საქართველოს ძალიან ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე მოგვიანებით. ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების დამსახურება. ამ არჩევანის გზაზე უნდა იაროს ყველა ხელისუფლებამ. პარტნიორებს ვუხსნით, თუ რა გზა გამოიარა ქვეყანამ, რა არის ჩვენი ფასეულობები. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ქვეყანას ჰქონდეს პერსპექტივა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მისივე თქმით, კონკრეტული დათქმებით სტატუსის მინიჭება უფრო რეალისტურია, რაც „ქართულ ოცნებას“ მარწუხებში მოაქცევს. მთავარია ამ მოკლე პერიოდში „ოცნებამ“ ისე არ გააფუჭოს ვითარება, რომ ეს ოპტიმიზმიც გაქრეს.
16-11-2024
16-11-2024