გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: მათი "ლოგიკით", გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?!

4-06-2022

აი, ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც - ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერების მიერ, გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ მათი გაუგებარი კომენტარების მსგავსად დაიკარგებიან პოლიტიკაშიც.


,,ხათუნა სამნიძე: პარტნიორებს ვუხსნით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია. ზუსტად იგივეს ამბობს გახარია, სამადაშვილი, და სხვა ოპოზიციონერები. მათი "ლოგიკით", გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?! აი ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც” - წერს ანჯაფარიძე Facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031