გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგიაზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

4-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.


პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 მლნ ლარზე მეტია, 12,4 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების აღდგენას ითვალისწინებს. შედეგად, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც დამატებით  300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს. 


„ქვეყნის მასშტაბითსამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის განხორციელებისთვის დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ასევე, დონორების მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ეტაპობრივად ვიწყებთ, დაახლოებით, 200 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს, რაც მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ჩვენი ფერმერების სტაბილურ წყალმომარაგებას. გარდა ამისა,  მნიშვნელოვანია მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგვა. ფერმერების მხარდასაჭერად, პროგრამების„დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ვაფინანსებთ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს; მხოლოდ „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 17 ათასი ჰექტარზე ახალიინტენსიური ბაღებია გაშენებული, რომელიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე სარწყავი სისტემებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ფონზე შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ კუთხით, მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება კვლევა, რომლის შედეგები აჩვენებს, თუ სად შეიძლება, სად არის ოპტიმალური წყალსაცავების მოწყობა და არსებულების რეაბილიტაცია.


სამუშაოების ფარგლებში, გამანაწილებელი არხი და მისი განშტოებები ხე-ბუჩქნარისაგან გაიწმინდება, არსებული მილები ახლით შეიცვლება, მოეწყობა ჰიდრანტები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები. საირიგაციო არხით სოფელ რუისპირის მოსახლეობა ისარგებლებს.ოექტი განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 53,6 მლნ ლარია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში, დამატებით, 16 ათას ჰექტარზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად ირწყვება, წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებულია   8 000ჰექტარზე მეტი სავარგული. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930