გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება

6-06-2022

„ბორჯომთან" დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის დასაქმებულების პროტესტი.


„დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია, მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930