გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სგპ ,,ნინოწმინდაზე“ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

8-06-2022

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ - საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ნინოწმინდა“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობა არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.


სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


აღნიშნული უწყებათაშორისი დანაყოფი - გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (UNODC), ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის (EXBS) ფარგლებში, თბილისის ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930