გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: ეუბნებით თუ არა კვლავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისინი ათი წელია, ცხრაჯერ ზედიზედ ირჩევენ რუსეთს და მეორე - აღიარებენ თუ არა არჩევნებს

8-06-2022

„ეუბნებით თუ არა კვლავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისინი ათი წელია, ცხრაჯერ ზედიზედ ირჩევენ რუსეთს, ამას ეუბნებიან საკუთარ მოსახლეობას? და მეორე - აღიარებენ თუ არა ისინი არჩევნებს, თქვან ეს პირდაპირ და გადაჭრით, სანამ არ მოხდება ამ ორი საკითხის აღიარება, მანამდე იქნებიან ჩიხში. ეს არ ვნებს ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს ვნებს ზოგად პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომელსაც საბოლოო ჯამში იქამდე მივყავართ, რომ მთელი პარალელური რეალობა იქმნება - ამ კითხვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციას მიმართა.

 

მისივე თქმით, ეს არის ის ვირტუალური სამყარო, რომელსაც ისინი უქმნიან საკუთარ მხარდამჭერებს, რომ 2012 წლიდან ჩვენ სამშობლოს მართავს რუსეთი. ვითომ ზედაპირულად და გაკვრით იტყვიან, მაგრამ რომ ჩავუფიქრდეთ, მათი მხარდამჭერების შვილების მთელი თაობა ალბათ ამ აზრით გაიზარდა.

 

„კითხვები ნაკლებად იყო, უფრო შეფასებები, მაგრამ სამწუხაროდ მე ამ შეფასებებშიც, გარკვეულ რემარკებშიც ვერ მოვისმინე და იმედია, თუ ისარგებლებენ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოსვლის შესაძლებლობით, იქ მაინც იტყვიან, აპირებენ თუ არა უარი თქვან იმ აბსურდულ ათწლიან კონცეფციაზე, რომ ქართველი ხალხი, აგერ უკვე მეცხრე არჩევნები იყო თუ არ ვცდები, ირჩევს რუსულ პროექტს. ანუ, აპირებენ ამ სიცრუეში ამყოფონ საკუთარი ამომრჩევლები, კვებონ ისინი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ზიზღით, პარლამენტის მიმართ ზიზღით, მთავრობის მიმართ ზიზღით, სასამართლოს მიმართ ზიზღით, ეს ზიზღი უნდა აღვივონ კიდე დარჩენილი სხვა წლები, რომლებიც მათ ექნებათ პოლიტიკაში, თუ აპირებენ, რომ უარი თქვან ამ კონცეფციაზე და ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში ერთი - ერთის მხრივ პირად საუბრებში და ურთიერთობაში თითქოს თავად აქვთ პრეტენზიები, როდემდე, რანაირად და როგორ შეიძლება, არ შეიძლება, მაგრამ ეს არის ის ვირტუალური სამყარო, რომელსაც უქმნიან ისინი საკუთარ მხარდამჭერებს, რომ 2012 წლიდან ჩვენ სამშობლოს მართავს რუსეთი.

 

რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ასეთ რაღაცეებს ასე ვითომ ზედაპირულად და გაკვრით იტყვიან, მაგრამ რომ ჩავუფიქრდეთ, არსი, მთელი თაობა მათი მხარდამჭერების შვილებისა ალბათ გაიზარდა ამ აზრით.

 

10 წელია საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებენ ამ პარალელურ რეალობაში, სადაც საქართველოს მართავს რუსეთი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა კონსტრუქციულ ურთიერთობებზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ის გამოუვალი ჩიხი სამწუხაროდ, მანამ სანამ განაგდებთ ამ კონცეფციას. ამიტომ, მე იმედი მაქვს რომ ამ ორ რამეს პასუხში მაინც იტყვით. ერთი - ეუბნებით თუ არა კვლავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისინი 10 წელია ცხრაჯერ ზედიზედ ირჩევენ რუსეთს, ამას ეუბნებიან საკუთარ მოსახლეობას? და მეორე - აღიარებენ თუ არა ისინი არჩევნებს, თქვან ეს პირდაპირ და გადაჭრით, აღიარებენ თუ არა არჩევნებს. სანამ არ მოხდება ამ ორი საკითხის აღიარება, მანამდე იქნებიან ჩიხში. ეს არ ვნებს ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს ვნებს ზოგად პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იქამდე, რომ მთელი პარალელური რეალობა იქმნება“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930