გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირში მუშაობდა, სადაც სალომე სამადაშვილი იყო ხელმძღვანელი; ყოველ ჯერზე გამოდის, დაქირავებულს ეძახის ადამიანს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ამის მორიდებაც არ აქვს, რომ ასეთი ზიზღი არ აფრქვიოს

8-06-2022

,,ქალბატონ მაკასთან დაკავშირებით ვხედავთ, უკვე მერამდენედ აკეთებს სალომე სამადაშვილი და საზოგადოებამაც იცის, რომ მაკა ბოჭორიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატი, რომელიც ევროკავშირში წარმომადგენლობაში მუშაობდა, სადაც სალომე სამადაშვილი იყო ამ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე სამადაშვილი დაქირავებულს ეძახის იმ ადამიანს, რომელიც მასთან ერთად ევროკავშირის მისიაში მუშაობდა და ასევე, კარგად გვახსოვს მისი მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის შეფასება.

 

,,ძალიან კარგადაც შეაფასეთ მისი საქმიანობა იქ. ხედავთ, როგორ იკავებს ქალბატონი მაკა თავს, რომ პასუხი არ გასცეს სალომე სამადაშვილს. ყოველ ჯერზე გამოდის, დაქირავებულს ეძახის ადამიანს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ამის მორიდებაც არ აქვს, რომ ასეთი ზიზღი არ აფრქვიოს,’’ - განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

 

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაუგებარია რას ელაპარაკება ქალბატონი სალომე სამადაშვილი ევროპელ პარტნიორებს, როდესაც ტრიბუნაზე ერთი წუთიც ვერ ძლებს ზიზღის ენის გამოყენების გარეშე.

 

,,ერთადერთი რჩევა მექნება სალომე სამადაშვილის მიმართ, საკუთარ თავს დაუფიქრდეს, საუბრისას ჩართოს წამზომი და შეეცადოს, ერთი წუთი გაძლოს ისე, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს. მოგიწოდებთ ყველა დეპუტატს, ჟურნალისტებს, ქალბატონი სალომე რომ გამოვა, ჩართეთ წამზომი და დაელოდეთ, თუ პირველსავე წუთში არ იქნება ზიზღის რამე სიტყვა. დაელოდეთ, ერთი წუთი მაინც თუ გაძლებს, რომ ზიზღი არ გამოავლინოს. ერთხელ კითხვა დასვა, მეორედ დააზუსტა, ორჯერ თქვა კლოუნიო, შემდეგ ქალბატონ მაკაზე თქვა – დაქირავებულიო, მერე თქვა მოძალადეებიო, არ ვიცი, რა გითხრათ, რა პოლიტიკურ კულტურაზე უნდა ვისაუბრო. რა იმედები გვაქვს, როდესაც თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ევროპაში ელაპარაკება და არწმუნებს. ხომ ხვდებით, რაზე ელაპარაკება. რაზე უნდა ელაპარაკოს, რომ ხელისუფლებაში კლოუნები არიან, დაქირავებულები არიან ხელისუფლებაში, იმაზე, რომ ზიზღია ყველგან, აი ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა.

 

ერთადერთი რჩევა მექნება მის მიმართ, ცოტა რეფლექსია მოახდინოს, საკუთარ თავს დაუფიქრდეს, მართლა, თავად დაუნიშნოს საკუთარ თავს, რომ დაიწყებს საუბარს, ჩართოს წამზომი და შეეცადოს, ერთი წუთი თუ გაძლებს ისე, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს. ვურჩევ მას, რომ დაფიქრდეს საკუთარ ქცევაზე, რიტორიკაზე. გუშინ სტუდენტები მოიყვანა და მათი თანდასწრებითვე დაიწყო ამ ზიზღის ენის გამოვლენა. არ ვიცი, სასწავლებელში რას აკეთებს, ეჭვი მეპარება, რომ შეძლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას აუდიტორულ საქმიანობისა და ლექციის წაკითხვის დროს. როდესაც ადამიანი სტუდენტებთანაც ვერ იკავებს თავს, რომ ეს ზიზღი არ გამოავლინოს და რამდენაირად არ შეაზიზღოს საკუთარივე პარლამენტი სტუდენტებს, წარმომიდგენია, უცხოელ პარტნიორებთან ერთად რა სურათს სახავს საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930