გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრეგორევას ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას არ მისცემს

9-06-2022

ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მისი კრემლთან კავშირების მტკიცებულებები და მისთვის შესაძლო სანქციების დაწესება მომავალში შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.


ამასთან, მისი თქმით, მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციაში, რომლის შესახებაც ევროპარლამენტი დებატები გაიმართა, სანქციებზე საუბრის ადგილი არ არის.


„თუმცა მედიის თავისუფლების შესახებ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ზუსტ რეზოლუციაში ამის ადგილი არ არის. ამიტომ, ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა საქართველოში არსებული ბევრი პრობლემის უკან. მინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეს მოისმინონ,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930