გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება

9-06-2022

„უკვე მერამდენედ გვიწევს ერთი და იგივე მოვლენის ყურება და მოსმენა. ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება” - ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, მაშინ როდესაც შეუზღუდავად მუშაობს ოპოზიციის მომსახურე მინიმუმ 4 ტელეარხი, ან რეალობის დანახვის სურვილი არ გაქვს, ან ქვეყანაში სიტუაციის აყირავება გინდა.

 

,,უკვე მერამდენედ გვიწევს ერთი და იგივე მოვლენის ყურება და მოსმენა. ევროპარლამენტში გამართულ დებატებს არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოში არსებულ რეალობასთან, იქნება ეს მედია თუ მართლმსაჯულება. ამიტომ ჩნდება აღქმა, რომ ამ დებატების გამართვის ერთადერთი მიზანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.

 

როდესაც სერიოზული სახეებით აცხადებენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება იზღუდება, მაშინ როდესაც შეუზღუდავად მუშაობს ოპოზიციის მომსახურე მინიმუმ 4 ტელეარხი, ან რეალობის დანახვის სურვილი არ გაქვს, ან ქვეყანაში სიტუაციის აყირავება გინდა. ყასიდი განცხადებები მეგობრობაზე, უკვე ძალიან გახუნდა,” - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930