გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს

28-06-2018

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში ზვიად კუპრავასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. 

ამასთან დაკავშირებით განცხადებას შსს ავრცელებს.

„2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით.

მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031