გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და საქართველოსაც ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი

10-06-2022

გამოცემა EURACTIV​-ის სტატიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსა და მოლდოვას გარეშე მიიღოს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, უკრაინის ასეთ განწყობებს სავარაუდოდ განაპირობებს ის ფაქტი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა სწორედ მათ ქვეყანაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ბოლო ათწლეულებში საქართველოს ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი რუსეთთან.


"უკრაინა არის ყველაზე დიდი მსხვერპლი დღეს და აქედან გამომდინარე მას განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს. თუმცა საქართველოს უკვე სამჯერ ჰქონდა ომი რუსეთთან და საქართველოსაც ნამდვილად აქვს დამსახურებული, თან ის იყო ლიდერი მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპასთან ასოცირების კუთხით ყველა პარამეტრით. საქართველოს თავისი ისტორიით ნამდვილად აქვს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუ მეტად არა, არავისზე, მათ შორის, არც უკრაინაზე ნაკლებად.


ვინაიდან საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე მისგან იყო აქტუალიზირებული, უკრაინას თავის მხრივ ალბათ მიაჩნია, რომ ის მომგებიან როლშია და სურს, რომ იქნებ თუ სამივეზე ერთად უფრო რთულია, მარტო მან, ომის პირობებში მყოფმა ქვეყანამ მაინც მიიღოს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930