გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 1 პირი

10-06-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031