გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

11-06-2022

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.


კადეტებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრების შეკითხვებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა და კადეტებმა უპასუხეს.


მოგვიანებით მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ მოინახულეს სიმულაციური საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ლაბორატორიები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა ექსპერიმენტს დასწრებოდნენ და რობოტექნიკის ლაბორატორია დაეთვალიერებინათ, რომელიც თანამედროვე რობო-სისტემებით არის აღჭურვილი. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა დღის განმავლობაში 700 - მდე ვიზიტორს უმასპინძლა. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 27 ივნისიდან დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031