გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გაცვლითი პროგრამა (JCET) დაასრულეს

12-06-2022

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომდგენლებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ჩაატარეს, სადაც ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებიც იღებდნენ.


ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავადა, მათ შორის იყო ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი, ბარიერებიდან სროლა და ბრძოლები დასახლებულ პუნქტში.


სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728