გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ცდილობს, საქართველოში არ დავბრუნდე

29-06-2018

„აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან"-ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე პატიმრობის მისჯას.


"შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი. სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია საერთოდ საქართველოში. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველამ დასცინა და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება და 6 წლიანი პატიმრობის მისჯა, ეს არის ერთადერთი რამის მაჩვენებელი, რომ ივანიშვილს უნდა, მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში,“ - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031