13-06-2022
„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?
შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 28,9% ეთანხმება; 66,2% არ ეთანხმება; 4,9% ამბობს, რომ არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.