გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ველით რომ სავალუტო ფონდის მომდევნო ანგარიშიც ასეთივე პოზიტიური იქნება

29-06-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნაში ნათლადაა ასახული ის გამოწვევები, რაც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას.
ამ განცხადებით მამუკა ბახტაძე სავალუტო ფონდის მხარდაჭერას გამოეხმაურა. 
„ყველა დაინტერესებულ პირს მინდა მოვუწოდო, გაეცნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას. იქ არის ნათლად ასახული ის გამოწვევები, რაც ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას. ამავე დროს, ასახულია, რომ ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ არის სრულ თანხვედრაში იმ გამოწვევებთან, რაც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშეა.
სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებელია ფისკალური და საგარეო პარამეტრები. მნიშვნელოვანი პროგრესია დაფიქსირებული სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ამავე დროს ფონდი ერთმნიშნელოვნად მიესალმება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ. ჩვენ ველით, რომ ასეთივე პოზიტიური იქნება მომდევნო ანგარიში და მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად და რაც მთავრია, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, სადაც, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი იქნება ზრდა კერძო სექტორში“- განაცადა ბახტაძემ.
პრემიერი ასევე მთავრობის მიერ უკვე დაანონსებულ რეფორმას შეეხო.
ბახტაძემ კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ისაუბრა.
„მინდა ასევე მნიშვნელოვან ინიციატივას შევეხო. ეს შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ კომერციული საქმინობა საგადასახადო დავალიანების გამო. ამ დავალიანებიბის დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ინიციატივა გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას 2013 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031