29-06-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პირველ შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე საკანონმდებლო აქტი რეგისტრირდება.
ბახტაძემ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ისტორიული მხარდაჭერის აქტის ინიცირება მოხდა. ეს არის მართლაც პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესში რეგისტრირდება საქართველოს მხარდამჭერი მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე საკანონმდებლო აქტი.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო მხრადაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის კონგრესში, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხება როგორც ორმხრივი, ისე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის“ -განაცხადა ბახტაძემ.
ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ასევე ლიეტუვის სეიმს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.
„აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მეგობარსა და მხარდამჭერ, ლიეტუვის სეიმის, მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკაშირებით მიღებულ იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც 28 ივნისს ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო. ესაა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტოროების ოკუპაციას და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიეტუვის სეიმს ამ ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“- განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე ჰონგ-კონგთან მიმდინარე კვირაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა.
„აქვე მინდა შევეხო მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მიმდინარე კვირაში გაფორმდა ჰონგ-კონგთან. ჰონგ-კონგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრი და აქედან გამომდინარე ეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშული ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემდეგ ექსპორტიორები შეძლებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ პოზიციები ამ ძალიან საინტერესო ბაზარზე“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
18-12-2024