გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გორის სამედიცინო ცენტრში გველისგან დაკბენილი სამი ადამიანი მიიყვანეს

29-06-2018

გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გველისგან დაკბენილი სამი ადამიანი მიიყვანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.

,,ერთი პაციენტი შემოვიდა ნადარბაზევიდან, ერთი გორიდან, მესამე ქარელის მუნიციპალიტეტიდან" - აცხადებენ საავადმყოფოში. ,,გორმედის" ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, სამივე ნაკბენი პაციენტებს ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდათ.


საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გველისგან დაკბენის შემთხვევები სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე დაფიქსირდა.



http://www.qartli.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031