გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

29-06-2018

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაშიბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ამ წუთებში მოსამართლე გიორგი კერატიშვილმაგამოაცხადა.

როგორც პროცესზე პროკურორმა განაცხადა, დანა და ტანსაცმელი ამოღებული არ არის, შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულებების დამალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდათ.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჯანჯღავას ირაკლი ნოზაძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა.

როგორც არჩილ შაბაშვილმა განაცხადა, ჯანჯღავა ორი მცირეწლოვნის, 5 და 6 წლის შვილების დედაა, სახლში კი მოხუცი ბებია ჰყავს და ოჯახის მარჩენალი თავადაა. ადვოკატის განმარტებით, თუკი, სასამართლო მკაცრ აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას გამოიყენებდა, ბავშვები უპატრონოდ დარჩებიან.

პროკურორის განმარტებით, ნათია თოფურიას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა, რის გამოც, მისი ჩვენება გადასამოწმებელია. ადვოკატ კახაბერ პაპავას თქმით კი, თოფურიას მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა. მისი განმარტებით, თოფურია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან ორი მცირეწლოვნის, 2 და 3 წლის შვილების დედაა.

კახაბერ პაპავამ ნათია თოფურიას 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, არჩილ შაბაშვილმა კი, თამთა ჯანჯღავას 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.



http://primenewsgeorgia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930