29-06-2018
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის დაჭრის საქმეზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდებულები - თამთა ჯანჯღავა და ნათია თოფურია პატიმრობაში დატოვა.
ჯანჯღავას ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო.
„მოსალოდნელი იყო დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, რომ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით და გასაჩივრების საკითხსაც გადავწყვეტთ.
ბავშვების ნაწილთან დაკავშირებითაც ყველაფერი კანონის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომ მცირეწლოვანი ბავშვები არ დარჩნენ მეთვალყურეობის გარეშე“- განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.
კიდევ ერთი ადვოკატი უშუალოდ შემთხვევის შესახებ საუბრობს.
ავთანდილ ბუაძის თქმით, მომხდარის შემდეგ ჯანჯღავამ ტანსაცმელი გამოიცვალა, თუმცა ეს გასაკვირი არაა.
„ჭრილობა რითაც იყო მიყენებული, ეს არის ძალიან მცირე ზომის ე.წ. ბრელოკი.
ადამიანია და ტანსაცმელი შეიძლება გამოიცვალა. 50 გრადუსია გარეთ ჰაერის ტემპერატურა და მაისური რომ გამოიცვალოს, გასაკვირი არაა“- განაცხადა ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ.
18-12-2024